გაითვალისწინეთ: წესების არ ცოდნა არ გათავისუფლებთ სასჯელისგან!
GeoStrike პროექტზე შემოსვლა-თამაშით ავტომატურად ეთანხმებით შედგენილ წესებს.
უბრალოდ შემოდით, გაისროლეთ/გაერთეთ თქვენთვის, სხვების შეწუხების გარეშე.
ადმინისტრაცია იტოვებს ყველანაირ უფლებას დაამატოს, წაშალოს ან შეცვალოს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული წესი!
ასევე აქვს უფლება (გამონაკლისის შემთხვევაში) შეზღუდოს ნებისმიერი მოთამაშე სიტუაციიდან გამომდინარე და არა პროექტის წესების მიხედვით.
1. ზოგადი
უმეტესობას მაინც დაეზარება პუნქტებიანი წესების წაკითხვა, ამიტომ მოკლედ და კონკრეტულად
•
იყავით მაქსიმალურად ადეკვატური.
•
პატივი ეცით სერვერის თითოეულ მოთამაშეს/ადმინს.
•
თავი შეიკავეთ ერთმანეთის შეურაცხყოფისგან/დაიცავით წესრიგი.
აუცილებელია წესრიგის დაცვა. ყველანაირი უაზრო/უადგილო/ზედმეტი კომენტარი და გამომწვევი საუბარი ასევე არის დასჯადი.
"ეს რატო მკლავს", "ez / მარტივი", "ქაღალდი მოგიტანო?" ამდაგვარი ფრაზები ითვლება ზედმეტ კომენტარად. (Mute/Gag 1სთ-3დღე)
2.2
თავი შეიკავეთ ტოქსიკობისგან/არაფრის მომცემი გამოხტომებისგან. (ბოყინი, ყროყინი, სლოკინი, პირით მოსაქმება და ა.შ ითვლება ცხოველურ გამოხტომად) (Mute/Gag 1სთ-3დღე)
2.3
მიუღებელია სხვა ენაზე საუბარი გარდა ქართულისა. პროექტი არის ქართული და შესაბამისად ისაუბრეთ მხოლოდ ქართულად. (Mute/Gag 1სთ-1დღე)
2.4
მიკროფონის გამოყენების შემთხვევაში უნდა იყოთ 16+ და საუბარი არ უნდა გადაიზარდოს სპამში. (Mute/Gag 1სთ-1დღე)
2.5
მისალმება და მცირე ბაასი მოსულია. ოჯახის მოკითხვა და კოცნა-ჩახუტება ასევე არ არის დაშვებული. ამისათვის არსებობს დისქორდი, ტელეფონი და სხვა საშუალებები.
სერვერზე ხალხი შემოდის სათამაშოდ და არა მოსასმენად ვინ რა მიირთვა უზმოზე. (Mute/Gag 1სთ-1დღე)
2.6
ცენზურა დაშვებულია მაგრამ არის შეზღუდული გარკვეულ დონემდე.
მაგალითად იქამდე, სანამ ადმინი გაფრთხილებას არ მოგცემთ. მოკლედ რომ ვთქვათ ზედმეტი პირის ამყრალება არ არის მიღებული. (Mute/Gag 1სთ-1დღე)
2.7
შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ კატეგორიულად იკრძალება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯება ყველა დამრღვევი მხარე (არ აქვს
არანაირი მნიშვნელობა პირველი ვინ გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე) ყველა მოთამაშე არის თანაბარი და შესაბამისად ისჯება თანაბრად. (Mute/Gag 1თვე-სამუდამო)
3. ადმინისტრაცია
3.1
აკრძალულია მოთამაშეზე რაიმე კომანდის გამოყენება დაუმსახურებლად/მიზეზის გარეშე. (გაფრთხილება) გაფრთხილების ნახვა
3.2
მოთამაშის დასჯის შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის მითითება თუ რა დაარღვია მან. (გაფრთხილება)
3.3
დაუშვებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციის მხრიდან (მოთამაშეებზე/კოლეგ ადმინისტრაციის წევრებზე) (გაფრთხილება)
3.4
ადმინისტრაცია ვალდებულია დასაჯოს მოთამაშე პროექტის წესების მიხედვით და არა პირადი მიზეზის გამო. (გაფრთხილება)
4. DISCORD
4.1
სერვერებისგან განსხვავებით, დისქორდზე აუცილებელია დაიცვათ ცენზურა. (Mute/BAN)