კოდექსი
1
ჩვენს სერვერებზე თამაშისას, აუცილებლად უნდა მიჰყვეთ საქართველოს კანონმდებლობას.
2
არ გამოიყენოთ GeoStrike სახელი ნებისმიერი არალეგალური მასალის გავრცელებისთვის (ბავშვთა პორნოგრაფია, ნარკოტიკები ა.შ)
3
ტოქსიკობა, რასიზმი, სექსიზმი, ინფორმაცია რომელიც არ არის დამტკიცებული (ცრუ), კატეგორიულად იკრძალება.
4
ყველანაირი თემა/მასალა (ასევე ზემოთ ხსენებული) რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას არ არის დაშვებული.
დაცვა
1
სერვერზე მოქმედებს სპეციალურად GeoStrike Community-სთვის დამზადებული ანტიჩეტი (GS-AC Full)
2
დაწერილ იქნა ქართველი და ირლანდიელი კოდერების (პროგრამისტების) მიერ, შემოწმებული და ბოლომდე გატესტილი უკრაინელი კოლეგების მიერ.
3
ანტიჩეტი აერთიანებს არაერთ ფუნქციას, იჭერს დაახლოებით 80-85%-ს. (3rd Party Software, DLL, Injector, Exploit, BHOPHack, Aim, Wallhack და კიდევ უამრავი)
4
ანტიჩეტის მიერ დადებული ბანი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რადგან false positive წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მაგრამ ასეთი შემთხვევისთვის გვაქვს მთლიანი Source code რომელსაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავხედოთ.
5
თქვენდა სამწუხაროდ ფუნქციების თუ როგორ მოქმედებს იგი გამჟღავნება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგიძლიათ იხილოთ მისი სრული პოტენციალი და ეფექტურობა (ადმინი სახელად GeoStrike არის ანტი-ჩეტი)
დააკლიკე
ნიკები
1
სერვერზე გამოიყენება custom სახელები & თაგები (ასევე ნიკები რომლებიც არ არის დაშვებული). იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადმინისტრატორი მოგიწოდებთ სახელის ან თაგის შეცვლას, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოთ.
2
სახელები ანუ ნიკები, რომლებიც შეიცავს სექსიზმულ, რასიზმულ, უცენზურო სახელს, არ არის დაშვებული.
3
ადმინისტრატორს აქვს ყველანაირი უფლება პირდაპირ გადაგარქვათ სახელი ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თუ იგი არღვევს ამა თუ იმ წესს ან ზემოთ ჩამოთვლილს.
პროფილები
1
თუ თქვენ თამაშობთ Smurf აქაუნთით, გაქვთ პროფილი დამალული, ან არ გაქვთ PRIME სტატუსი, იცოდეთ რომ მეტი ყურადღების ცენტრში ხართ როგორც პოტენციური ჩეტერი.
2
უბრალო ეჭვის გაჩენის საფუძველზე, ადმინისტრატორს შეუძლია გაუფრთხილებლად დაგადოთ ბანი. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ასეთ აქაუნთებს/მოთამაშეებს ვუმტკიცოთ რაიმე.
3
მეტი დაცვისთვის, გვაქვს სპეციალური სისტემა No New Accounts, რომელიც ზღუდავს მოთამაშეს სერვერზე შესვლისგან, რომელსაც არ გააჩნია მინიმუმ 100 CSGO საათი ან PRIME სტატუსი.
შეზღუდვა
1
მიუხედავად პროექტის წესებისა, არიან მოთამაშეები რომლებიც მათ არ მიყვებიან/იცავენ, ან ფიქრობენ რომ შედგენილ კანონებზე მაღლა დგანან. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად ვადებთ ბანს/მიუტს.
2
გაითვალისწინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება განისაზღვროს სამუდამოდ!
3
ჩვენ ვიხსნით რაიმე დამამტკიცებელი საბუთის წარდგენის პასუხისმგებლობას. იმ შემთხვევაში თუ დაისაჯეთ, თქვენ ნამდვილად დაარღვიეთ რომელიმე წესი.
4
თუ მაინც ფიქრობთ რომ არასწორად დაისაჯეთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით.
5
იცოდეთ, რომ თქვენ გვიკავშირდებით სასჯელის თაობაზე რათა იგი დაწვრილებით გადამოწმდეს. მოიქეცით ისე როგორც გინდათ რომ მოგექცნენ;
ნებისმიერი მუქარა-შეურაცხყოფა თქვენი მხრიდან და ყველანაირი კონტაქტი იქნება შეწყვეტილი, სასჯელი გაგრძელდება.
სტატუსი
1
გარკვეული პრივილეგიის (სტატუსის) მოპოვება ხდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ დისქორდზე/საიტზე მოცემული ინფორმაციის მეშვეობით.
2
VIP & Premium პრივილეგიები უშუალოდ გრძელდება 1 თვე. ვადის ამოწურვის შემდეგ მოგიწევთ ახლიდან დონაცია ან ჩამოგეხსნებათ სტატუსი.
3
ადმინისტრაცია იტოვებს ყველანაირ უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამოიღოს ამა თუ იმ სტატუსის გარკვეული პრივილეგია.
4
ყველანაირი თანხა რომელიც აღემატება დონაციის საინფორმაციო გვერდებზე აღნიშნულს, თუ წინასწარ არ შეათანხმეთ, ასევე ჩაითვლება დონაციად, თუმცა მის ხარჯზე სტატუსი არ გაგიგრძელდებათ.
პროექტის წესების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს
ხშირად დასმული კითხვების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს